გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ, 20 მილიონი იქნება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, მომავალ წელს პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო იქნება.
დაფინანსება გაეზრდება დასუფთავების სამსახურს და სპორტულ გაერთიანებას.
ბიუჯეტის პროექტი 12 ნოემბრამდე საკრებულოს უნდა გადაეგზავნოს, 25 დეკემბრამდე კი დამკიცდეს.