მოლოდინი, რომ სახლთან არსებულ მდინარეზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებს განახორციელებდნენ, ვიტალი მორთულაძისთვის ამაო აღმოჩნდა. ხეხილის ბაღი, რომელიც ოჯახისთვის შემოსავლის წყარო იყო, დინებამ დიდი ხნის წინ წაიღო, თუმცა აქ, ვითარება ისევ ისეთია, როგორც სამი წლის წინ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მრავალი თხოვნის, მოთხოვნის თუ განცხადების მიუხედავად, მორთულაძეებისთვისაც ზარალიც არავის აუნაზღაურებია. ოთხ წევრიანი ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ნებისმიერი მორიგი უამინდობა, მორიგი სტიქიის მიზეზი გახდეს.
პრობლემა მხოლოდ მორთულაძეებს არ აწუხებს. მდინარის პირას კიდევ ოთხი ოჯახია. ამბობენ, რომ გაუსაძლის ვითარებაში და შიშში წლებია ცხოვრებენ, თუმცა პასუხისმებელი პირები, პასუხისმგებლობას თავიდან იშორებენ.
ხელვაჩაურის მერიაში, პასუხიმგებლობა ჩვენთანაც აირიდეს. ამბობენ, რომ ანალოგიური პრობლემები ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივაა და მუნიციპალიტეტს მიმართვა გაკეთებული აქვს. მერიაში, ვერაფერი თქვეს, რატომ არ აუნაზღაურდათ წლების წინ დაზარალებულ ოჯახებს ზიანი ამ დრომდე.
ხელვაჩაურის მერიაში ისიც გვითხრეს, რომ სოფელ აღმართში, მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, თანხა, 2022 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.