ნაწერები, რომლებიც თელავის იერსახეს ამახინჯებს

79

ბოლო პერიოდში ქალაქ თელავში ვანდალური ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

წარწერები რომლებიც სხვადასხვა შენონებზეა დაწერილი, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ადგილობრივების თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი სამსახურების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება.

მათი თქმით, არა მხოლოდ ცენტრალური მოედნის,ასევე ქალაქის უბნებში არსებული საცხოვრებელი კორპუსების და მათ შორის კულტურული ძეგლების იერსახეა დამახინჯებული უხამსი წარწერებითა და ნახატებით.

აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.