ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომანქანების ტექნიკური მოსახურების და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მომსახურებისთვის 574 857 ლარს იხდის. შესყიდვის პირობების მიხედვით, სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი.
მომსახურების გაწევის სურვილი უკვე დააფიქსირა ერთმა პრეტენდენტმა. მერიის ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფასა და ტექნიკურ შეკეთებაზე ერთადერთი მონაწილე ინდ.მეწარმე ლერი ჯაბაძეა. ქუთაისის მერია პრეტენდენტის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
ქუთაისის მერია ტექნიკური მომსახურების ხარჯებს ყოველწლიურად ზრდის. 2019 წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 400 000 ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი ეს ციფრი 340 000 ლარი იყო.