გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო ბიუჯეტის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 45 პროექტი განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან შემოვიდა სულ 58 საპროექტო ინიციატივა. მოსახლეობამ თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრებზე კონსენსუსით აირჩია 45 საპროექტო ინიციატივა, რომელიც განხორციელდება 2022 წელს” , – განამრტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 2022 წლისათვის გამოყოფილია 3 000 000 ლარამდე.