გურჯაანელები ახლადარჩეული საკრებულოსა და მერისგან პირველ რიგში მოითხოვენ, რომ ქალაქსა და სოფლებს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდეს. მოასფალტდეს დაზიანებული გზებიც.
გარდა ამისა, მთავარ გამოწვევად სოციალურ პრობლემებს ასახელებენ და ითხოვენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვასხვა პროგრამებით უზრუნველყოს მათი დახმარება. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.