ზუგდიდის საოლქო კომისიაში, სადაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ელენე ხოშტარია იმყოფება, ხმაურია – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

462

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაურია. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება. შენობაში მობილიზებულია პოლიცია. ოპოზიცია #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა, პოლიცია ოპოზიციას მესხის კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევს.

„ველოდები, რომ მირანდა მესხი ღიად და საჯაროდ გამცემს კითხვაზე პასუხს, რატომ გახსნა ნახევარი საათის წინ ის დალუქული ოთახი, სადაც არის ბიულეტენები, რატომ იქექებოდნენ „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრები ამ ბიულეტენებში. რატომ გამოვარდნენ სასწრაფოდ, როდესაც კომისიის ჩვენმა წევრმა ადგილზე შეუსწრო. გაუგონარ ამბავთან გვაქვს საქმე, კანონის მიხედვით, დალუქული ბიულეტენები, რომელიც დალუქულ ოთახში უნდა ინახებოდეს და მისი გახსნა შეუძლიათ შემაჯაბემელი ოქმის შედგენამდე, ხსნიან, შემდეგ ადებენ ლუქს ისე, როგორც ეს „ქართული ოცნების“ შტაბს მოუნდება“,-განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ შტაბის უსუსური მცდელობაა, რომ არჩევნების შედეგები გააყალბოს.

„მივმართავ მირანდა მესხს, რომელიც გვერდით ოთახში არის ჩაკეტილი და საჯაროდ არ გამოდის ჟურნალისტებთან, გამცეს პასუხი კითხვაზე, რატომ დაარღვია კანონი და რატომ გახსნა კონკრეტული კარი“,-განაცხადა წითლიძემ.