პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ქალაქ საჩხერეში, თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების, ტორტუარებს, ღობეებსა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინრეობს. სამუშაოებს შ.პ.ს. „არქიტექსი“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – ნუკრი ხასიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად დაათვალიერა. “პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სასტუმროს და საქართველოს ფოსტის შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია: მერიის და საკრებულოს...
ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი ლანჩხუთში გიორგი ჩხაიძე მმართველ პარტიას პოლიტიკურ ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს. როგორც ჩხაიძე „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, სამსახურიდან, კერძოდ კი ა(ა)იპ ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. „ამ სამსახურში მიმდინარე წლის აპრილის თვიდან ვიყავი დასაქმებული ხელშეკრულებით,  ბუღალტრის პოზიციაზე. ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „საქართველოს“ წარმოვადგენდი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი აკეთი-აცანა-მამათის მაჟორიტარულ უბნებზე....
"რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა ურთულესია",- ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ პარლამენტში აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის ძირითადი პარამეტრები მოისმინეს. ლაცაბიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა გარემოსდაცვითი კანონი დაამტკიცა, რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. „არ ვემხრობი, რომ კანონის აღსრულებისთვის ბიუჯეტიდან ბიზნესი უნდა დავაფინანსოთ, მაგრამ შეუძლებელია...
მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის იდეების რეგისტრაცია 3 დღეში სრულდება. იდეების რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ideakutaisi.ge მოქალაქეთა მიერ ინიცირებული იდეები უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო, განათლება, ახალგაზრდული საქმეები, სპორტი, შშმ პირების საჭიროებები, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული სხვა საკითხები. პროექტში მონაწილეობის მსურველებს, იდეების რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აუდიტის სამსახურმა მუშაობა დაასრულა. მუნიციპალური ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის, გიორგი ბარჯაძის ინფორმაციით, სააგენტოზე დაქვემდებარებული თითოეული სამსახურის მონიტორინგი მისი ინიციატივით განხორციელდა და ყველა დოკუმენტი შეისწავლეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მისი თქმით, იყო მცირედი ხარვეზები, რაც ამ დროისთვის აღმოფხვრილია. გიორგი ბარჯაძის განმარტებით, მისი დანიშვნის შემდეგ სააგენტო 15-მა თანამშრომლემა დატოვა, ზოგიერთმა პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი დისციპლინარული გადაცდომების საფუძველზე გაათავისუფლეს. “ჩემი ამ...
ქუთაისელების პროტესტი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს - ყოფილ საპარლამენტო ქალაქში მცხოვრებლები იოსებ ხახალეიშვილის იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა ქვეყნისთვის წამგებიანი იყო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში"  ამ წუთებში ყოფილ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას მართავს. "მას არ აქვს შეფასებული და გააზრებული პარლამენტის მნიშვნელობა და მე ვფიქრობ, არც ამ ქალაქის როლი და მნიშვნელობა ზოგადად. ქუთაისის პარლამენტის...
2022 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასება 387 მლნ. ლარით იგეგმება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს გაეცნენ. სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და ყურადღება დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდასა და მოსალოდნელ...
ბათუმის მერია ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობას ასრულებს. ბათუმის მერიის ცნობით, გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია პოტენციური ველომომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების საჭიროებები, ასევე ასახულია ინფრასტრუქტურისა და დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გეგმის მიზანია ქალაქში ველოსიპედით გადაადგილების პირობების გაუმჯობესება. „გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დოკუმენტის პირველადი მონახაზი განიხილეს, რომელშიც პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. ველოსისტემის გენერალური გეგმის დოკუმენტი მნიშვნელოვანია მომხმარებელთა სერვისების გასაუმჯობესებლად და მწვანე...
ქუთაისში, ორჯერ დახარვეზებული ნიკიტინის სკვერი მერიამ ისევ არ ჩაიბარა. კომპანიის სკვერში არსებული დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების  ვადა 10 ოქტომბერს ამოეწურა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის თქმით, კომპანია  "გოლობალ სტანდარტმშენმა''  ხარვეზების ნაწილი გამოასწორა, ნაწილი კი ისევ გამოსასწორებელია. "გამოსწორებულია ქვაფენილის ნაწილი, მაგრამ შეღებვისა და შედუღების ნაწილი ისევ დახარვეზებულია", - ამბობს მირზა ხიდაშელი. მისი  თქმით, მშენებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადა...
ახალციხის N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ განცხადება არ დააკმაყოფილა, პარტია წყრუთის და ურაველის საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვდა. საოლქოს უარის მიზეზი განცხადების წარმოდგენის ვადების დარღვევა იყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ოლქში სხდომა დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართა. ახალციხის N37 საარჩევნო ოლქის კომისიის წევრის „ევროპული საქართველოდან“, მარეხი ჩიტაშვილის თქმით, საოლქო კომისიაში პარტიამ მას შემდეგ წარადგინა განცხადება, როცა  დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი. ...
"მეტი ქალი პოლიტიკაში”, – ეს არის სლოგანი, მესიჯი თუ გზავნილი, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოების ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე ცხარე დისკუსია და კამათი გამოიწვია. “ქალები კაცობრიობის პოტენციური შესაძლებლობებისა და უნარების ნახევარს ფლობენ და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი დაბალი ჩართულობა მთელი საზოგადოების დანაკარგია,” - ეს ითქვა ევროპის პირველ სამიტზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით ათენში, 1992 წელს. ბოლო წლებია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა გააქტიურდა,...
"პუბლიკა" საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რომ ერთპარტიულ მმართველობას კოალიციურს ამჯობინებს, არაერთი კვლევით დადასტურდა. საზოგადოების ეს სურვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოვლინდა – წინასწარი შედეგებით, მერის არჩევნების მეორე ტური ხუთივე თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, ასევე – 15 მუნიციპალიტეტსა და არაერთ მაჟორიტარულ ოლქში. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სწორედ მეორე ტურის შედეგები განსაზღვრავს, იქნება თუ არა მმართველი პარტია საკრებულოს უმრავლესობაში. ამ მხრივ, გამონაკლისია ზუგდიდის, ბათუმისა და რუსთავის...
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა „პუშკინის სკვერში“, „პანორამა თბილისთან“ მოწყობილ დროებით ღობეზე ბიძინა ივანიშვილის კარიკატურული გამოსახულებით და წარწერით - „აღარ მოეკიდო გაგებით“, პლაკატები გააკრეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პლაკატები „პანორამა თბილისთან“ არსებითად ახლოსაა, რადგან ეს ტერიტორია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული და ის „წლების განმავლობაში მისაკუთრებულია“. „ეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და ნათლად აჩვენებდა, რამდენად აწუხებდა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ეს პლაკატები, რომელშიც ივანიშვილი...
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადასვლის წინააღმდეგია. “საპარტნიორო ფონდი არასოდეს ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან; ახლა რომ ითხოვს დაფინანსებას, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უკვე მისცა ფინანსთა სამინისტრომ თანხა. მე წინააღმდეგი ვარ, რომ საპარტნიორო ფონდი დაფინანსდეს ბიუჯეტიდან,” - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. თავად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე კი BMG-ისთან აცხადებს, რომ ფონდი შემოსავლების გარეშე დარჩა, რის გამოც...
საჯარო სექტორში ხელფასები არის ძალიან დაბალი. ხელფასები გაყინულია წლების განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედებს ყველაფერზე და საბოლოო ჯამში მივიღებთ ძალიან დაბალ, არაეფექტურ საჯარო სექტორს, რაც ალბათ არავის ინტერესში არ შედის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქციია ფორმატში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. კაკაურიძის თქმით, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ხელფასების საკითხის მოგვარება. „მაქსიმალურად ვცდილობთ გარკვეული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ