არ აქვს გააზრებული ამ ქალაქის მნიშვნელობა – ქუთაისელების პროტესტი “ოცნების” მერობის კანდიდატს

250

ქუთაისელების პროტესტი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს – ყოფილ საპარლამენტო ქალაქში მცხოვრებლები იოსებ ხახალეიშვილის იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა ქვეყნისთვის წამგებიანი იყო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში”  ამ წუთებში ყოფილ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას მართავს.

“მას არ აქვს შეფასებული და გააზრებული პარლამენტის მნიშვნელობა და მე ვფიქრობ, არც ამ ქალაქის როლი და მნიშვნელობა ზოგადად. ქუთაისის პარლამენტის ცაერილი შენობა ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, ჩვენი ქალაქიც ასეთივე უფუნქციოა და ფაქტობრივად ნახევრად დაცლილი და ამ ქალაქის მერი ამბობს იმას, რომ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს ამ ქალაქისთვის არაფერი მოუტანია”, – თქვა აქციის მონაწილემ, ქეთი დეისაძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტის შენობა ერთადერთი არაა, რომელიც “ოცნების” ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ ქუთაისიდან გადაიტანა, მათ შორის მოხვდა – მთავრობის სახლი, სემეკი, აუდიტის სახლი.