„აღარ მოეკიდო გაგებით“ – „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პუშკინის სკვერში, „პანორამა თბილისთან“ მოწყობილ დროებით ღობეზე პლაკატები გააკრეს

513

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა „პუშკინის სკვერში“, „პანორამა თბილისთან“ მოწყობილ დროებით ღობეზე ბიძინა ივანიშვილის კარიკატურული გამოსახულებით და წარწერით – „აღარ მოეკიდო გაგებით“, პლაკატები გააკრეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პლაკატები „პანორამა თბილისთან“ არსებითად ახლოსაა, რადგან ეს ტერიტორია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული და ის „წლების განმავლობაში მისაკუთრებულია“.

„ეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და ნათლად აჩვენებდა, რამდენად აწუხებდა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ეს პლაკატები, რომელშიც ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ პერსონაჟსაა შედარებული. ცხადია, არსებითად ეს ყველაფერი „პანორამა თბილისთან“ ახლოსაა, იმიტომ, რომ „პანორანმა თბილისიც“ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული. წლების განმავლობაში ეს ტერიტორია მისაკუთრებულია. აქ „ქართულმა ოცნებამ“ პუშკინის მოედანი გააუქმა. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას. ასევე, ჩანს, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით, როგორ დასდევენ ჩვენს პლაკატებს“,- განაცხადა ნონიაშვილმა.