კაკურიძე: საჯარო სექტორში ხელფასები ძალიან დაბალია, ეს უარყოფითად იმოქმედებს ყველაფერზე, მივიღებთ არაეფექტურ საჯარო სექტორს

634

საჯარო სექტორში ხელფასები არის ძალიან დაბალი. ხელფასები გაყინულია წლების განმავლობაში, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედებს ყველაფერზე და საბოლოო ჯამში მივიღებთ ძალიან დაბალ, არაეფექტურ საჯარო სექტორს, რაც ალბათ არავის ინტერესში არ შედის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქციია ფორმატში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

კაკაურიძის თქმით, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ხელფასების საკითხის მოგვარება.

„მაქსიმალურად ვცდილობთ გარკვეული რესურსების მოძიება გავაკეთოთ, მათ შორის გამოვიყენოთ ოპტიმიზაციის რესურსი, რომ შევძლოთ საჯარო სექტორში ერთის მხრივ მოწესრიგებისკენ ნაბიჯი გადავდგათ, მეორე მხრივ, დავადგინოთ გარკვეული წესი, როგორც მაგალითად პენსიებზე დავადგინეთ ინდექსაცია. აქაც გარკვეული წესი დადგინდეს, რომ ყველამ იცოდეს საჯარო სექტორში რომ მუშაობს დღეს, ან აპირებს მოსვლას იცოდეს, როგორ გაიზრდება მისი ხელფასი, რაზე იქნება მისი ხელფასის ზრდა დამოკიდებული“, – განაცხადა კაკაურიძემ.