“განახლებული რეგიონების” ფარგლებში, მარტვილში თავისუფლების ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

249

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – ნუკრი ხასიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად დაათვალიერა.

“პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სასტუმროს და საქართველოს ფოსტის შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია: მერიის და საკრებულოს შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება თავისუფლების ქუჩაზე გზის გამყოფი სკვერის რეაბილიტაცია.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერმინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.