მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის იდეების რეგისტრაცია 3 დღეში სრულდება.
იდეების რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ideakutaisi.ge
მოქალაქეთა მიერ ინიცირებული იდეები უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო, განათლება, ახალგაზრდული საქმეები, სპორტი, შშმ პირების საჭიროებები, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული სხვა საკითხები.
პროექტში მონაწილეობის მსურველებს, იდეების რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდე შეუძლიათ.