დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2...
"ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერს თავს დაესხნენ. ამის შესახებ წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"თავს დაესხნენ ჩვენს მხარდამჭერს ზური ბეჭვაიას , რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა ხმის მისაცემად და აქტიურად გვეხმარება საარჩევნო კამპანიაში. ოთხი მანქანით გზა გადაუჭრეს და გაუსწორდნენ ფიზიკურად, წაართვეს საბუთები და პირადი ნივთები: ნაციონალოს ყვირილით და გინებით",- წერს წითლიძე Facebook-ზე.
გორში სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ეზოს ატრაქციონებს ყიდულობს. ფანჩატური, საქანელები, სასრიალოები და აიწონა-დაიწონა 5 საბავშვო ბაღში გადანაწილდება. ახალ საბავშვო ატრაქციონებს სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გორის №5, №6,№12,№13 და სოფელ სკრის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეზოებში განათავსებენ. ამავე შესყიდვით სააგენტოს ეზოს 20 სკამის შეძენაც სურს.
აღნიშნული ინვენტარის შესაძენად 99 858 ლარია გათვალისწინებული, სატანდერო წინადადებების მიღება კი 27 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე ხორციელდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საბავშვო...
“გორი ჩემი საყვარელი ქალაქია და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა მოქალაქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ” – ასე იწყებს გორის ახალი მერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტს, რომელიც მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის პირველ სამუშაო დღეს ასახავს.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, რომლის გაგრძელებასაც უფლებამოსილების პერიოდში გეგმავს. ამომრჩეველს ჰპირდება, რომ იმედებს არ გაუცრუებს და პრობლემებს, რაზეც წინასაარჩევნოდ საუბრობდა მაქსიმალურად აღმოფხვრის.
“წინასაარჩევნო შეხვედრების დროს დავინახე...
ქუთაისის უმთავრეს გამოწვევად რჩება დასაქმება და ეს გახლავთ მთავრი პრობლემა, რომელზეც მოსახლეობა შეხვედრების დროს საუბრობდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
„ადგილობრივი თვითმმართველობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს, რომ წაახალისოს ბიზნესი, ითანამშრომლოს ბიზნესთან იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ არის პანდემია, ჩვენ მაინც...
დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ბათუმელი არ მისცემს ხმას ქალაქის წარსულში დაბრუნებას, არ მისცემს ხმას იმ ბნელ ძალას, რომელმაც ძალიან ბევრი სიავე მოუტანა ბათუმს და მთელ ქვეყანას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.
„მე მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ბათუმელებს და ვთქვა, რომ 200-მდე შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან. ამ ადამიანებმა ხვალ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მომავალი განვითარების,...
"ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატი, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წევრებს ამომრჩევლის ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვა და იმ საჯარო მოხელეების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს პირადობის მოწმობას თანხის სანაცვლოდ ართმევენ, ნაწილს კი ემუქრებიან და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხმის მიცემას სთხოვენ.
ოპოზიციონერის თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ საჯარო მოხელეებს შორის დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ...
სენაკში, "მთავარი არხის" გადაღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" წამომადგენლები თავს დაესხნენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
არხის კორესპონდენტის, ემა გოგოხიას თქმით, ასათიანის ქუჩაზე ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების წართმევის ფაქტს იღებდნენ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ემა გოგოხიას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სცადეს კამერის დამტვრევაც.
მომხდარის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ეკიპაჟი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
ოპოზიციის მიერ ქუთაისის ვიცე-მერის პოსტზე წარდგენილი იმედა კლდიაშვილის ინფორმაციით, 116-ე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის სიაში „ქართული ოცნების” კოორდინატორი უბნის თავმჯდომარის დავალებით ჩაწერეს.
როგორც კლდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ცესკო-ს წარმომადგენლებმა და უბნის თავმჯდომარემ სიებიდან ყველა ისეთი ადამიანი უნდა ამოიღონ, რომელთა საშუალებითაც ცდილობენ, რომ არჩევნები გააყალბონ.
„116-ე უბანზე ჩვენმა მხარდამჭერებმა გამოავლინეს, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი "ქართული ოცნების” კოორდინატორი მედიკო ქურდიანი. ამ...
როგორც უნდა ითანამშრომლო “ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის დღის წესრიგი ცენტრალურ დონეზე ძალაუფლების მოპოვება იქნება, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არჩევნების მეორე ტურში ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში როგორ ესახებათ მათთან თანამშრომლობა.
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი რომელიმე ქალაქში ოპოზიციის წარმომადგენელი გაიმარჯვებს მუნიციპალიტეტში რევოლუციური კომიტეტი შეიქმნება და ოპოზიციონერი მერი კონსტიტუციას იქნება გაცდენილი.
“რაც შეეხება...
სააკაშვილმა ყველას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს მის ფიზიკურ განადგურებას და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ, მონაწილეობას იღებენ მის ფიზიკურ განადგურებაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ციხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის თქმით, ხვალ მისი ბედი ქართველი ხალხის...
ყველა სქემა ვიცით, რომელიც ამოქმედებული აქვთ გაყალბებისთვის და ყველა მათგანი იქნება მხილებული. ჩვენ უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას - არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისელებს და არამხოლოდ მათ, მიმართავს და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს:
"ძვირფასო ქუთაისელებო, მობრძანდით არჩევნებზე ხვალ. ყველა ვინც ხმას აძლევთ ქუთაისში, აუცილებლად ჩამობრძანდით. ჩამობრძანდით იმისთვის, რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდადში, არა მხოლოდ, ადგილზე დააფიქსიროთ...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, რუზგენ ლოგუამ მოქალაქეებს პასპორტები ჩამოართვა.
წითლიძე ამბობს, რომ ჩამორთმეულ პირადობებს 1 საათში არ დააბრუნებენ, "ოცნების" მერობის კანდიდატს სახლში მიაკითხავენ.
"ზუგდიდში გვაქვს არჩევნები მოგებული.
რაც არ უნდა ქნას ხელისუფლებამ მაინც. ამ წუთებში უბედურებას ჩადიან პირადობის მოწმობებზე სოფლებში.
მაინც არ უშველით. რაც უფრო მეტ ასეთ უბედურებას იზამთ მით უფრო მეტად გაამწარებთ ხალხს.
Mamuka Tsotseria - რუზგენ ლოგუა დასუფთავების...
ქუთაისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ დღეს ქუთაისში საარჩევნოდ პირადობის მოწმობების ჩაბარების და ამომრჩევლის ფულით მოსყიდვის ფაქტები გამოვლინდა.
"ქუთაისში ჩვენ, მათ შორის ჟურნალისტებმა, აღკვეთეს ფაქტი, რომელიც გულისხმობდა, პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ამ ადამიანებისთვის სამწუხარო ფაქტს, ფულის დარიგებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტივის მობილიზაცია ქუთაისში და არა მხოლოდ ქუთაისში, არის ის მასშტაბი, რომელსაც ფიქრობენ, რომ ეყოფათ, მე პირობას...
დარწმუნებული ვარ, ადამიანები, რომლებმაც 2 ოქტომბრის არჩევნებში გიორგი გახარიას და მის პარტიას დაუჭირეს მხარი, მეორე ტურში ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ, რადგან ეს მათთვის ღირებულებითი არჩევანია, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრის და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა და როგორც განაცხადა, ადამიანმა დაინახა, რომ...
2021 წლის 30 ოქტომბერს მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ხოლო, 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები აირჩევიან. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიონ, რომელთაც პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღეს - მერის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































