წითლიძე: “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს თავს დაესხნენ

634

“ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერს თავს დაესხნენ. ამის შესახებ წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“თავს დაესხნენ ჩვენს მხარდამჭერს ზური ბეჭვაიას , რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა ხმის მისაცემად და აქტიურად გვეხმარება საარჩევნო კამპანიაში. ოთხი მანქანით გზა გადაუჭრეს და გაუსწორდნენ ფიზიკურად, წაართვეს საბუთები და პირადი ნივთები: ნაციონალოს ყვირილით და გინებით”,- წერს წითლიძე Facebook-ზე.