ქუთაისის უმთავრეს გამოწვევად რჩება დასაქმება და ეს გახლავთ მთავრი პრობლემა, რომელზეც მოსახლეობა შეხვედრების დროს საუბრობდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.
„ადგილობრივი თვითმმართველობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს, რომ წაახალისოს ბიზნესი, ითანამშრომლოს ბიზნესთან იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ არის პანდემია, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და გავხსენით ახალი სავაჭრო ცენტრი „კარფური“, სადაც 400-მდე ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდა. შეთანხმება მიღწეულია თურქ ინვესტორთან სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობის შესახებ. აქტიურად ვთანამშრომლობთ ინვესტორებთან და გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერაც, რომ რაც შეიძლება მეტი ბიზნესი შემოვიდეს ქალაქში“, – აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.