ამომრჩეველზე მუქარა და მოსყიდვა – გიორგი ბოტკოველი საჯარო მოხელეებს ამხელს

339

“ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატი, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წევრებს ამომრჩევლის ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვა და იმ საჯარო მოხელეების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს პირადობის მოწმობას თანხის სანაცვლოდ ართმევენ, ნაწილს კი ემუქრებიან და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმის მიცემას სთხოვენ.

ოპოზიციონერის თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ საჯარო მოხელეებს შორის დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილია, ვინც პირადად აკონტროლებს ამომრჩეველთა შანტაჟს.

ინფორმაციის გადამოწმებისას, სიღნაღის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა , მალხაზ ხუციშვილმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტს  “სიტუაციის ამრევ-დამრევი უწოდა” და კითხვებს პასუხი არ გასცა.

ხოლო ოცნების შტაბში გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს.