ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ბათუმელი არ მისცემს ხმას ქალაქის წარსულში დაბრუნებას

235

დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ბათუმელი არ მისცემს ხმას ქალაქის წარსულში დაბრუნებას, არ მისცემს ხმას იმ ბნელ ძალას, რომელმაც ძალიან ბევრი სიავე მოუტანა ბათუმს და მთელ ქვეყანას, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

„მე მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ბათუმელებს და ვთქვა, რომ 200-მდე შეხვედრა გავმართეთ მოსახლეობასთან. ამ ადამიანებმა ხვალ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მომავალი განვითარების, ბათუმის აღმშენებლობის, დაწყებული პროექტების დასრულების სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ბათუმელი არ მისცემს ხმას ქალაქის წარსულში დაბრუნებას, არ მისცემს ხმას იმ ბნელ ძალას, რომელმაც ძალიან ბევრი სიავე მოუტანა ბათუმს და მთელ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ გამარჯვებას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.