2021 წლის 30 ოქტომბერს მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ხოლო, 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები აირჩევიან. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიონ, რომელთაც პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღეს – მერის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი, ხოლო მაჟორიტარი წევრის არჩევნებში – არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40 %-ზე მეტი. თითოეული პოზიციისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც კონკურენტზე მეტ ხმას მიიღებს.
„სამართლიანი არჩევნები“2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ახორციელებს 16 ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა.
ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.