საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

327

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად – 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების მეორე ტური ხუთ თვითმმართველ ქალაქშიშემდეგ კანდიდატებს შორის ტარდება:

თბილისი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკანორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე;

რუსთავი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ნინო ლაცაბიძე;

ქუთაისი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხატია დეკანოიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი;

ფოთი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი უგულავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე;

ბათუმი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კირთაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი;

არჩევნების მეორე ტურში 15 თვითმმართველ თემში მონაწილე კანდიდატები არიან:

თელავი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბოტკოველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ლევან ანდრიაშვილი;

თიანეთი – “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ თამაზ მეჭიაური, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ლევან წიკლაური;

ქარელი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკოლოზ ახალკაცი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ზაზა გულიაშვილი;

ხაშური – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იოსებ ბუაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ თენგიზ ჩიტიაშვილი;

ცაგერი – “გახარია ‒ საქართველოსთვის“ ბესარიონ ბენდელიანი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გიორგი ნემსაძე;

ბაღდათი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი რობაქიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ – კახა ენუქიძე;

წყალტუბო – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა მეტრეველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გენადი ბალანჩივაძე;

ოზურგეთი – “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ავთანდილ თალაკვაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – კონსტანტინე შარაშენიძე;

სენაკი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კობა ნაყოფია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ვახტანგ გადელია;

მარტვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თეიმურაზ ჯანაშია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ თორნიკე ჯანაშია;

ხობი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბესიკი შენგელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ დავით ბუკია;

ზუგდიდი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანზორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ მამუკა წოწერია;

წალენჯიხა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ხარჩილავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გოგა გულორდავა;

ჩხოროწყუ – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბადრი ქარჩავა,“ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ დათო გოგუა;

ხელვაჩაური – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიშა ბოლქვაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ზაზა დიასამიძე.