სენაკში “ოცნების” წარმომადგენლები “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და კამერის დამტვრევა სცადეს

259

სენაკში, “მთავარი არხის” გადაღებ ჯგუფს “ქართული ოცნების” წამომადგენლები თავს დაესხნენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

არხის კორესპონდენტის, ემა გოგოხიას თქმით, ასათიანის ქუჩაზე ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების წართმევის ფაქტს იღებდნენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ემა გოგოხიას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სცადეს კამერის დამტვრევაც.

მომხდარის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ეკიპაჟი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.