ოპოზიციის მიერ ქუთაისის ვიცემერის პოსტზე წარდგენილი იმედა კლდიაშვილი: გადასატანი ყუთის სიაში „ქართული ოცნების” კოორდინატორი უბნის თავმჯდომარის დავალებით ჩაწერეს

262

ოპოზიციის მიერ ქუთაისის ვიცე-მერის პოსტზე წარდგენილი იმედა კლდიაშვილის ინფორმაციით, 116-ე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის სიაში „ქართული ოცნების” კოორდინატორი უბნის თავმჯდომარის დავალებით ჩაწერეს.

როგორც კლდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ცესკო-ს წარმომადგენლებმა და უბნის თავმჯდომარემ სიებიდან ყველა ისეთი ადამიანი უნდა ამოიღონ, რომელთა საშუალებითაც ცდილობენ, რომ არჩევნები გააყალბონ.

„116-ე უბანზე ჩვენმა მხარდამჭერებმა გამოავლინეს, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი “ქართული ოცნების” კოორდინატორი მედიკო ქურდიანი. ამ ქალბატონთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ მას არ მოუთხოვია სიაში ჩასმა და ეს თვითნებურად გააკეთა უბნის თავმჯდომარემ. მივმართავ ცესკო-საც და ამ უბნის თავმჯდომარესაც, სასწრაფოდ გაასწორონ სიები და ყველა ასეთი ადამიანი, რომელთა საშუალებითაც ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები, ამოიღონ. ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნება თითოეული სია და ყველა ასეთი დარღვევა იქნება გამოვლენილი. ნუ ჩაიდენენ დანაშაულს და ხალხს მისცენ თავისუფალი არჩევნის უფლება”, – აღნიშნა იმედა კლდიაშვილმა.