„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ და ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის 13 გრძელვადიანი დამკვირვებელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს აკვირდება. სადამკვირვებლო მისიის 13 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნების მეორე ტურს აკვირდება თბილისში (ვაკე, საბურთალო, კრწანისი, დიდუბე, გლდანის ოლქები), რუსთავის, ქარელის, ხაშურისა და ყვარლის ოლქებში. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით, სამონიტორინგო ოლქების შესაბამის საარჩევნო უბნებში, უბნების გახსნა, კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები...
პოლიციის სამმართველოში დასრულდა მოძრაობა "საქართველოსთვის" დამკვირვებელ ბექა პაპაშვილის დაკითხვა, რომელსაც თავად აცხადებს, დილით მე-20 უბანთან თავს დაესხნენ მისი თქმით, პოლიციაში ის იძულების წესით გადაიყვანეს. ამბობს, რომ თბილისიდან ჩამოვიდა არჩევნებზე დასაკვირვებლად, იმისთვის, რომ დაეცვა თითოეული ზუგდიდელის ხმა. ამიტომ, პოლიციის სამმართველოში ყოფნა მას დროის კარგვად მიაჩნია. "დროის კარგვად მიმაჩნდა დღევანდელი საგამოძიებო უწყებებისთვის რაიმე ჩვენების მიცემა. მაინც გადამიყვანეს. ორ საათ-ნახევარი დამაკარგვინეს. ჩემთვის გაუგებარი...
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმარველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევ გალანძღა და სახელმწიფოს დამხობის მუხლით სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე ისაუბრა. "ის, რომ გეგმავენ და გეგმავდნენ გარკვეულ არეულობებს, ეს ყველასთვის არის ცნობილი. სახელმწიფო იმისთვის არის სახელმწიფო და სამსახურები იმისთვის არიან, რომ მოახდინონ პრევენცია. მთავარი დანიშნულება პოლიციის, უსაფრთხოების...
დედაქალაქში, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც ჯამში 164 929 ამომრჩეველია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. ცესკოს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა 17,7 % - დიდუბეში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, 14.8% ისნის ოლქში დაფიქსირდა. მთაწმინდის ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 17,2%-ია, ვაკესა და საბურთალოს ოლქებში ერთნაირი მაჩვენებელია - 17,1%, კრწანისი - 15%, სამგორი - 15,9%, ჩუღურეთი - 16,4%, ნაძალადევში -...
ვნახეთ, რომ გარკვეული პროვოკაციის მოწყობის მცდელობები იყო - არცერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას საარჩევნო უბნებზე გარკვეული არეულობა, შფოთვა და ქაოსი შეიტანონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროვოკაციების მიუხედავად პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა. „დღეს ვნახეთ, რომ გარკვეული პროვოკაციის მოწყობის მცდელობები იყო, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია, რა თქმა უნდა, მოწოდების...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 358 782 ადამიანია. ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 24.6% ხოლო ყველაზე დაბალი - 15.5% შიდა ქართლში. ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.
ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს, „თუმცა ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო“. „ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. ასე მუშაობს...
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ კენჭისყრის დღე ძალიან მნიშვნელოვანია და მისთვის დიდი პატივია არჩევნებში დამკვირვებლის როლში მონაწილეობა. "ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ, როგორც დამკვირვებელი, ამ არჩევნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის იმისათვის, რომ მისცენ ხმა, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათ მიერ არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი იმაზე, თუ რა არის...
ზუგდიდში, ფორმულას ჟურნალისტ დავით მანიას ქართული ოცნების კოორდინატორები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვიდეომასალას ფორმულა ავრცელებს. საარჩევნო უბანთან მყოფ ოცნების კოორდინატორებს ხელში ამომრჩევლების სიები ეჭირათ, რაზეც დავით მანიამ ჰკითხა, თუ რა მონაცემები ჰქონდათ მათ. ამ კითხვამ ოცნების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია. "დაგამთავრებ ბიჭო", - მიმართავდნენ ისინი ჟურნალისტს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე იყო პოლიცია, რომელსაც კოორდინატორების ქმედებებზე რეაგირება არ ჰქონია.
ხმაური იყო N14-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ. დაპირისპირება "ტვ პრესის" ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების" კოორდინატორს შორის მოხდა. ჟურნალისტ გიგა გელხვიიძის ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს შენიშნა მოქალაქეები სიებით და მათ სია წაართვა, რასაც დაპირისპირება მოყვა. გიგა გელხვიიძის თქმით, მას ქალები ფიზიკურად გაუსწორდნენ. საპირისპიროს ამტკიცებენ ინციდენტში მონაწილე პირები. მათი თქმით, ჟურნალისტმა, მათი ავტომობილის კარი გააღო და სიები ჩანთიდან ამოიღო. მათივე თქმით, თავად ჟურნალისტმა მიაყენა ფიზიკური...
"მინდა მწუხარება გამოვხატო მზარდი პოლარიზაციისა და მწვავე რიტორიკის გამო, რომელიც იყო, მათ შორის, მეორე ტურის დროს. ეს სამწუხაროა არა მხოლოდ თავად არჩევნებისთვის, არამედ პრობლემაა საქართველოს წინსვლისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ",- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ჰარცელის თქმით,  უნდა შეიქმნას ნდობა მხარეებს შორის, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულება არჩევნების მეორე ტური. ევროკავშირი მუშაობს მრავალი წლის განმავლობაში, რათა საქართველოს დაეხმაროს...
ქუთაისში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს - ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს თანხას ურიგებენ. "ოცნების" კოორდინატორები 54-ე საარჩევნო უბნის გვერდით ოთახში არიან მობილიზებულები. მას შემდეგ, რაც კოორდინატორება "მთავარი არხის" ჯგუფი დაინახეს ჯერ მაგიდის ქვეშ დამალვა სცადეს, შემდეგ გადაწყვიტეს ტერიტორია დაეტოვებიან და დაბნეულობის გამო სია ჟურნალისტს დაუტოვეს. სიაში აღნიშნულია ვის რა თანხა გადაუხადეს და როგორ დაარწმუნეს, რომ ხმა ხელისუფლებისთვის მიეცათ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს,...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 11 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას აცნობს. დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით გაგაცნობთ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც გამოვლინდა უბნის მოწყობის, უბნის გახსნის, კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და მიმდინარეობის დროს, ასევე მათ პერიმეტრზე. კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო.  ამავდროულად სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები,...
პრაქტიკულად ჩვენს დამკვირვებლებს უკრძალავენ ამომრჩევლის რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვებას, ამას ახორციელებენ კომისიის თავმჯდომარეები და წევრები, უბნების გარშემო მოქმედებენ "ქართული ოცნების" ე.წ. ზონდერი დამკვირვებლები - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ბეჟაშვილმა  კონკრეტულ უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება. "სამგორის 75-ე უბანზე პირველი ტურის ბიულეტენები აღმოჩნდა, გვაქვს საჩივრები და ვიდეომტკიცებულება სამგორის 42-ე უბანზე დილის 06: 40 საათზე პოლიციამ უბანი გააღო და შიგნით...
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ბიულეტენები კომისიის წევრებმა დაკარგეს. მოგვიანებით ის მოქალაქემ იპოვა და საარჩევნო უბანში მიიტანა. აღნიშნულზე დაწერილია საჩივარი. კომისიის თავმჯდომარის კახა ჯაბუას განმარტებით, კომიიის წევრებს 30 ბიულეტენი დაუვარდათ. „სანამ კომისიის წევრს დავურეკავდით დაკარგულ ბიულეტენებზე, აქეთ დარეკეს. ახსნა განმარტებას დაწერენ, თუ რა ვითარებაში დაკარგეს. ბიულეტენები კვლავ გავაყოლეთ და კენჭისყრის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - ამბობს ჯაბუა. ამ უბანში გადასატან...
„ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ არჩევანი უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, განვითარება და ქუთაისისთვის პოლიტიკური სტატუსის დაბრუნება და სწორედ, ამის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. „ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქალაქის განვითარება, თვითმმართველობის გაძლიერება, კეთილდღეობა და პოლიტიკური ცენტრის დაბრუნება ქუთაისში. მე სწორედ, ამის სასარგებლოდ მივეცი ახლა ხმა, კოალიციურ მმართველობას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ქალაქი არის ძვირფასი. რა თქმა უნდა, აუცილებელია, ყველამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ