ზუგდიდში გადასატანი ყუთის დაკარგული ბიულეტენები მოქალაქემ იპოვა და საარჩევნო უბანზე დააბრუნა

571

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ბიულეტენები კომისიის წევრებმა დაკარგეს. მოგვიანებით ის მოქალაქემ იპოვა და საარჩევნო უბანში მიიტანა. აღნიშნულზე დაწერილია საჩივარი. კომისიის თავმჯდომარის კახა ჯაბუას განმარტებით, კომიიის წევრებს 30 ბიულეტენი დაუვარდათ.

„სანამ კომისიის წევრს დავურეკავდით დაკარგულ ბიულეტენებზე, აქეთ დარეკეს. ახსნა განმარტებას დაწერენ, თუ რა ვითარებაში დაკარგეს. ბიულეტენები კვლავ გავაყოლეთ და კენჭისყრის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – ამბობს ჯაბუა.

ამ უბანში გადასატან ყუთზე სულ 27 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ფოტო: რადიო “ათინათი”