“პანაშვიდზე ვიკრიბებით…” – მაგიდის ქვეშ დამალული კოორდინატორები ქუთაისში

660

ქუთაისში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს – ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს თანხას ურიგებენ. “ოცნების” კოორდინატორები 54-ე საარჩევნო უბნის გვერდით ოთახში არიან მობილიზებულები. მას შემდეგ, რაც კოორდინატორება “მთავარი არხის” ჯგუფი დაინახეს ჯერ მაგიდის ქვეშ დამალვა სცადეს, შემდეგ გადაწყვიტეს ტერიტორია დაეტოვებიან და დაბნეულობის გამო სია ჟურნალისტს დაუტოვეს.

სიაში აღნიშნულია ვის რა თანხა გადაუხადეს და როგორ დაარწმუნეს, რომ ხმა ხელისუფლებისთვის მიეცათ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია არ ჰქონდა.

“არაფერი, პანაშვიდზე ვიკრიბებით” – უპასუხეს კოორდინატორებმა ჟურნალისტებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქუთაისში არჩევნები მასობრივი მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობს.