დედაქალაქში, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც ჯამში 164 929 ამომრჩეველია. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.
ცესკოს ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა 17,7 % – დიდუბეში, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, 14.8% ისნის ოლქში დაფიქსირდა. მთაწმინდის ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 17,2%-ია, ვაკესა და საბურთალოს ოლქებში ერთნაირი მაჩვენებელია – 17,1%, კრწანისი – 15%, სამგორი – 15,9%, ჩუღურეთი – 16,4%, ნაძალადევში – 15,9%, გლდანი – 17,3.
ცნობისთვის, მეორე ტურისთვის, თბილისში რეგისტრირებულია ჯამში 1 002 525 ამომრჩეველი.