ქუთაისის N14-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტსა და კოორდინატორებს შორის დაპირისპირება მოხდა

138

ხმაური იყო N14-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ. დაპირისპირება “ტვ პრესის” ჟურნალისტსა და “ქართული ოცნების” კოორდინატორს შორის მოხდა.

ჟურნალისტ გიგა გელხვიიძის ინფორმაციით, უბნის სიახლოვეს შენიშნა მოქალაქეები სიებით და მათ სია წაართვა, რასაც დაპირისპირება მოყვა.

გიგა გელხვიიძის თქმით, მას ქალები ფიზიკურად გაუსწორდნენ. საპირისპიროს ამტკიცებენ ინციდენტში მონაწილე პირები. მათი თქმით, ჟურნალისტმა, მათი ავტომობილის კარი გააღო და სიები ჩანთიდან ამოიღო. მათივე თქმით, თავად ჟურნალისტმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც საპასუხო რეაქცია მოყვა.

ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, მოხდა მხარეების გამოკითხვა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.