ღარიბაშვილი: პროვოკატორებს არ მივცემთ უფლებას საარჩევნო უბნებზე არეულობა, შფოთვა და ქაოსი შეიტანონ

245

ვნახეთ, რომ გარკვეული პროვოკაციის მოწყობის მცდელობები იყო – არცერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას საარჩევნო უბნებზე გარკვეული არეულობა, შფოთვა და ქაოსი შეიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროვოკაციების მიუხედავად პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა.

„დღეს ვნახეთ, რომ გარკვეული პროვოკაციის მოწყობის მცდელობები იყო, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია, რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზეა, მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენ, რა თქმა უნდა, არცერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას, რომ საარჩევნო უბნებზე გარკვეული არეულობა, შფოთვა და ქაოსი შეიტანონ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება ის, ყველას კანონის შესაბამისად პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.