“დაგამთავრებ, ბიჭო” – ზუგდიდში ფორმულას ჟურნალისტს ოცნების კოორდინატორები დაუპირისპირდნენ

317

ზუგდიდში, ფორმულას ჟურნალისტ დავით მანიას ქართული ოცნების კოორდინატორები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვიდეომასალას ფორმულა ავრცელებს.

საარჩევნო უბანთან მყოფ ოცნების კოორდინატორებს ხელში ამომრჩევლების სიები ეჭირათ, რაზეც დავით მანიამ ჰკითხა, თუ რა მონაცემები ჰქონდათ მათ. ამ კითხვამ ოცნების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია.

დაგამთავრებ ბიჭო”, – მიმართავდნენ ისინი ჟურნალისტს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე იყო პოლიცია, რომელსაც კოორდინატორების ქმედებებზე რეაგირება არ ჰქონია.