„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ქუთაისში ელექტროენერგიას აქრობენ. https://www.facebook.com/khatia.dekanoidze.7/posts/3042186969384474   ,,ენერგო პრო"-ს ინფორმაციით, რომელიც იმერეთში ოპერირებს, ელექტროენერგიის გათიშვა ქალაქის სიტემაში არ მომხდარა და ეს ლოკალურად, საარჩევნო უბანზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, ნახევარი საათია, რაც ელექტროენერგია არ მიეწოდება თბილისში, ვაზისუბანში მდებარე 62-ე უბანს.
მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციაზე, ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი, - ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ მოსახლეობას შავის და თეთრის გარჩევა არ გაუჭირდება. „მინდა მოვუწოდო და ვთხოვო თითოეულ მოქალაქეს, მხარდამჭერს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიფიქსირებიათ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია,...
video
ვაზისუბნის 62-ე სარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას უცნობმა პირმა თავში ხელი ჩაარტყა და გაიქცა. ინციდენტს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რის გამოც ადგილზე დიდი რაოდენობთ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აღნიშნულ უბანზე ცოტა ხნის წინ ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. სწორედ ამის გამო მივიდა მელია საარჩევნო უბანთან. აქვე იმყოფება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ბექა...
რუსთავის #62 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნათია კაჭარავას განცხადებით, 10-მდე პირი მეორედ ცდილობდა უბანზე შესვლას და ხმის მიცემას. "მარკირებაგავლილი პირები მეორედ ცდილობდნენ ხმის მიცემას. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ერთ პირს სხვა რამის შხეფები ქონდა, ხელები დავაბანინეთ, მაგრამ სითხის კვალი მაინც ემჩნეოდა. კომისიამ ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ და უკან გავაბრუნეთ",- განაცხადა ნათია კაჭარავამ.
ვაზისუბნის ნომერ 62-ე საარჩევნო უბანზე ისევ ხმაურია - ხელისუფლებამ ტრადიციულ ხერხს მიმართა და ელექტროენერგია გათიშა. აღსანიშნავია, რომ ამავე შენობაში მეორე სართულზე ელექტროენერგია ჩართულია, თუმცა უშუალოდ საარჩევნო უბანს დენი არ მიეწოდება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ადგილზე იმყოფება თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს და ამის გამო ცდილობს, შედეგები ყველანაირი ხერხით გააყალბოს. "შუქს აქრობენ. მინდოდა მთელ საქართველოს...
ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისათვის კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 97 საჩივარი შევიდა. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი. „მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი. კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა...
ფოთში მე-11 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ დამკვირვებელს, რომელმაც უბანზე დარღვევა გამოავლინა, „ქართული ოცნების" აქტივისტმა სახეში ყავა შეასხა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება მოჰყვა. მათივე განცხადებით, ყველა მსგავს შემთხვევზე რეაგირება შესაბამისმა უწყებამ უნდა მოახდინოს. „გავაჩერეთ მანქანა, სადაც სიები ედოთ, დამალეს, შემდეგ ვიღაც ბიჭმა გაიტაცა ეს სიები და იმ გოგოს, რომელიც გამოეკიდა, მოუბრუნდა და ცხელი ყავა შეასხა სახეში....
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დაკანოიძე მოსახლეობას უბნებზე მისვლისკენ და ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ის სქემები გაასაჯაროვა, რომელთა ამოქმედებასაც ხელისუფლება 6 საათის შემდეგ გეგმავს: ჩვენ წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ 95-ე, 91-ე, 86-ე 33-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან კარუსელებისთვის. ამ ადამიანებს ხელზე გაკეთებული აქვთ სპეციალური ნიშნული და მარკირებას აღარ უკეთებენ; უკანონო...
მამუკა მდინარაძე, ამბობს, რომ როგორც უკვე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მათი პარტაქტივის მონაცემებით, ისევ რჩება ორი ოლქი, სადაც ოცნებისა და ენმ-ს კანდიდატების მონაცემები ერთმანეთთან მიახლოებულია. "დამატებით მე მინდა ჩვენს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკვე გაახმოვანა. ეს არის ჩვენი პარტიული აქტივის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კვლავ რჩება ორი ისეთი მუნიციპალიტეტი, ორი საარჩევნო ოლქი, სადაც ჩვენი კანდიდატის და ოპოზიციური კანდიდატის მონაცემები ძალიან...
თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია მოქალაქეებს აქტიურობისა და საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ყველანაირი მეთოდით ცდილობს, ისინი დღეს მაინც წააგებენ. "მინდა ყველას თბილისელს მოვუწოდო, არ გაკადრებდით, არ ვიკადრებდი რომ არ მქონდეს კონკრეტული ინფორმაცია. თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლება რომ არ კადრულობდეს მანიპულაციებს, ასეთ ჩაყრებს, არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი რომ აღარ...
ხმაური და დაპირისპირება ვაზისუბნის ნომერ 71-ე უბანზე - ადგილზე საარჩევნო ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა. მომხდარის დამადასტურებელი ვიდეო "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელმა, გიორგი ონიანმა გადაიღო, რის გამოც ის უბნიდან გამოაძევეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ცოტა ხნის წინ ვაზისუბნის 71-ე უბანზე არსებული ვითარების გასაცნობად დედაქალაქში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია მივიდა. როგორც მან აღნიშნა, უცნობმა პირმა დაახლოებით 10 ბიულეტენი...
ზუგდიდში არჩევნები ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, განწყობა პოზიტიურია. აქტიურობს ჩვენი ამომრჩეველი და უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ტურთან შედარებით, ორი ათასით მეტი ამომრჩეველი გამოვიდა ამ დროისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თმით, მათი ოპონენტები ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან ისტერიული ფონი. „ჩვენი მოსახლეობის განწყობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოა და უკვე ველოდებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ პროვოკაციებს. ალბათ,...
სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, მათმა დამკვირვებელმა #5 ისნის საარჩევნო ოლქის მე-19 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე უბანთან მუდმივად მყოფი პირის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, კერძოდ თანხის გადაცემის, ფაქტი დააფიქსირა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პირი კოორდინაციაშია უბნიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით, მინივენის ტიპის ავტომობილში მყოფ 5 პირთან და პერიოდულად კომუნიკაციას ამყარებს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან. მათივე ცნობით, ISFED-ის დამკვირვებელმა დღის განმავლობაში ამ პირის მხრიდან...
გონიოში, საარჩევნო უბანთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ისმის გინება ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ, გარდა ამისა ჩანს, როგორ მოქაჩა თმა ჟურნალისტს ახალგაზრდა კაცმა. ჟურნალისტი ყვება, გონიოს 91-ე და 92-ე უბანთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც ადგილობრივმა მას ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჟურნალისტის თქმით, შეკრებილების გაღიზიანება ტელეკომპანიის ლოგომ გამოიწვია და ფორმულას ლოგოს დანახვის შემდეგ მათ...
ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს მოუწოდა, თითოეული ასეთი ფაქტი სათანადოდ შეისწავლოს. „პოლიციას ვთხოვთ, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან თათარაშვილი ახორციელებდა კანონდარღვევას, ის ყრიდა კონვერტებს საარჩევნო ყუთში. ამ პროცესს ესწრებოდა ვაზისუბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ხვიჩა ჩალაბაშვილი. როდესაც ჩვენმა წარმომადგენლებმა ეს აღმოაჩინეს, მათ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ