თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია მოქალაქეებს აქტიურობისა და საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ყველანაირი მეთოდით ცდილობს, ისინი დღეს მაინც წააგებენ.
“მინდა ყველას თბილისელს მოვუწოდო, არ გაკადრებდით, არ ვიკადრებდი რომ არ მქონდეს კონკრეტული ინფორმაცია. თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლება რომ არ კადრულობდეს მანიპულაციებს, ასეთ ჩაყრებს, არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი რომ აღარ მივიდეს საარჩევნო უბნებზე, ამ არჩევნებს ბატონი კალაძე მაინც წააგებს.
“ბოლომდე ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად, ამისათვის საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ვერ ჰპოვოს მათმა მანიპულაციებმა საბოლოო შედეგზე. ეს არის ისტორიული დღე. ბევრჯერ გვითქვამს, რომ დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას. დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს. პირველად ისტორიაში, კოალიციური გუნდი იმარჯვებს თბილისში და არამხოლოდ თბილისში. ნახეთ, რა ხდება ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში.
2 საათი არის საკმარისი დრო, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ვისაც შეგვიძლია, გავიდეთ საარჩევნო უბნებთან და იქ დავდგეთ. თითოეულ ადამიანს ახლა შეუძლია ფასდაუდებელი როლის შესრულება…
ყველგან ძალადობენ, მაგრამ თავისივე აქტივსაც აღარ სჯერა წარმატების. ამ ძალადობასაც აქვს ლიმიტი. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვინც ახლა მე მისმენს და ვისაც მართლა უნდა, ხმა მისცეს მრავალფეროვნებას და ცვლილებებს, სახლში დარჩეს. ორი საათი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ვინც ჯერ არ მივსულვართ,”- განაცხადა მელიამ.