დეკანოიძე: ელექტროენერგიას აქრობენ ქუთაისში

649

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ქუთაისში ელექტროენერგიას აქრობენ.

 

,,ენერგო პრო”-ს ინფორმაციით, რომელიც იმერეთში ოპერირებს, ელექტროენერგიის გათიშვა ქალაქის სიტემაში არ მომხდარა და ეს ლოკალურად, საარჩევნო უბანზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, ნახევარი საათია, რაც ელექტროენერგია არ მიეწოდება თბილისში, ვაზისუბანში მდებარე 62-ე უბანს.