ოპოზიციის წევრი: ფოთში, მე-11 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელს, რომელმაც უბანზე დარღვევა გამოავლინა, „ოცნების” აქტივისტმა სახეში ყავა შეასხა

651

ფოთში მე-11 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ დამკვირვებელს, რომელმაც უბანზე დარღვევა გამოავლინა, „ქართული ოცნების” აქტივისტმა სახეში ყავა შეასხა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება მოჰყვა. მათივე განცხადებით, ყველა მსგავს შემთხვევზე რეაგირება შესაბამისმა უწყებამ უნდა მოახდინოს.

„გავაჩერეთ მანქანა, სადაც სიები ედოთ, დამალეს, შემდეგ ვიღაც ბიჭმა გაიტაცა ეს სიები და იმ გოგოს, რომელიც გამოეკიდა, მოუბრუნდა და ცხელი ყავა შეასხა სახეში. ასეთ შემთხვევაზე შეაბამისმა უწყებამ რეაგირება უნდა მოახდინოს“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენელი ჟანა ჩაჩავა.