დეკანოიძე: აპირებენ კარუსელებს, ყველანი უბნებზე ხმების დასაცავად

223

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დაკანოიძე მოსახლეობას უბნებზე მისვლისკენ და ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ის სქემები გაასაჯაროვა, რომელთა ამოქმედებასაც ხელისუფლება 6 საათის შემდეგ გეგმავს:

  • ჩვენ წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ 95-ე, 91-ე, 86-ე 33-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურად დანიშნული ადამიანები მიდიან კარუსელებისთვის. ამ ადამიანებს ხელზე გაკეთებული აქვთ სპეციალური ნიშნული და მარკირებას აღარ უკეთებენ;
  • უკანონო ქმედებაში ჩართული რამდენიმე საჯარო მოხელე და მე მათ კატეგორიულად ვაფრთხილებ, შეწყვიტონ ფულის დარიგება და ადამიანებზე ზემოქმედება – ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილზე გაბუნია, ქუთაისის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელიც “კარუსელებშიცაა” ჩართული.
  • ყოფილი საკრებულოს წევრი – ნიკა დვალი, ავანგარდის ტერიტორიაზე ადამიანებს ატერორებს.

მისივე ინფორმაციით, კარუსელში ჩართულია 2 მანქანა სახელმწიფო ნომრებით.