რუსთავის #62 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნათია კაჭარავას განცხადებით, 10-მდე პირი მეორედ ცდილობდა უბანზე შესვლას და ხმის მიცემას.
“მარკირებაგავლილი პირები მეორედ ცდილობდნენ ხმის მიცემას. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ერთ პირს სხვა რამის შხეფები ქონდა, ხელები დავაბანინეთ, მაგრამ სითხის კვალი მაინც ემჩნეოდა. კომისიამ ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ და უკან გავაბრუნეთ”,- განაცხადა ნათია კაჭარავამ.