ვაზისუბნის 62-ე სარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მას უცნობმა პირმა თავში ხელი ჩაარტყა და გაიქცა.
ინციდენტს ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რის გამოც ადგილზე დიდი რაოდენობთ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
აღნიშნულ უბანზე ცოტა ხნის წინ ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. სწორედ ამის გამო მივიდა მელია საარჩევნო უბანთან. აქვე იმყოფება “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ბექა დავითულიანი. საარჩევნო უბანთან ამ დრომდე ვითარება დაძაბულია.