ხმაური ვაზისუბნის 71-ე უბანზე – ენმ-ის ინფორმაციით, უცხო პირმა ყუთში დაახლოებით 10 ბიულეტენი “ჩატენა”

658

ხმაური და დაპირისპირება ვაზისუბნის ნომერ 71-ე უბანზე – ადგილზე საარჩევნო ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა. მომხდარის დამადასტურებელი ვიდეო “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელმა, გიორგი ონიანმა გადაიღო, რის გამოც ის უბნიდან გამოაძევეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ ვაზისუბნის 71-ე უბანზე არსებული ვითარების გასაცნობად დედაქალაქში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, უცნობმა პირმა დაახლოებით 10 ბიულეტენი “ჩატენა” საარჩევნო ყუთში, შემდეგ კი მიიმალა.

“ამ უბანზე დაფიქსირდა წარმოუდგენელი დარღვევა. ეს კიდევ ძალიან რბილად ჟღერს. უამრავი ოპოზიციონერი დამკვირვებლისა და კომისიის წევრის თანდასწრებით, დაახლოებით 10 ბიულეტენი უცხო მამაკაცმა ყუთში ჩატენა. იყო ფიზიკური დაიპისიპირება უბანზე და ამის შემდეგ ეს ადამიანი მიიმალა”, – თქვა ნიკა მელიამ.