არავითარი ვალდებულება არ გვაქვს რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ - ამ ცვლილების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ქვეყნისთვის, დადგენილია პროპორციული სისტემა 5 პროცენტიანი ბარიერით, რომელიც ლეგიტიმური და სწორია და ამოქმედდება 2024 წლიდან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება.
"პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე და მსჯელობის საფუძველზე მიიღება ასეთი ან ისეთი გადაწყვეტილება ყველაფრის გათვალისწინებით. პირველ რიგში, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას...
მინდა მივულოცო, ჩვენს ოპოზიციას ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას. მას უყვარს ეს რაიონი. სანამ ბატონი გიორგი იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე, მის გვერდში ვარ ყველა იმ პროექტში, რაც ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ხარჩილავას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება და წალენჯიხის მერად არჩევა მიულოცა.
ამასთან,...
ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტიისა და ფრაქციის ყველა წევრი გუნდური თამაშის მონაწილე უნდა იყოს.
“ვიზიარებ სააკაშვილის წერილის შინაარს. მე და ჩემი მეგობრები ორი თვეა ველზე ვართ, პარლამენტში ბოიკოტი გვაქვს...
კვირას, 14 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქციაა დაანონსებული. აქციას ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლადა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით გამართავენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცლეებს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი ამბობს, რომ პარტია აქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ მას კონკრეტული გეგმა და მიზანი ექნება.
„როცა მიდის საუბარი, რომ პარლამენტის წინ იქნება აქცია ჩვენ ველოდებით აქციის...
"საწარმოები, რომლებიც არ შეასრულებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, გაჩერდებიან", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსთავში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან იმ ქარხნების მიმართ, რომლებიც ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნებიან, უმკაცრესი ზომები გატარდება.
"ერთხელდასაუდამოდ მე პირობას ვიძლევი თქვენს წინაშე, რომ საწარმოები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ საკანონმდებლო მოთხოვნებს, გაჩერდებიან. გარკვეული ვადა მათ რაღაცების გასაკეთებლად სჭირდებოდათ, უბრალოდ...
ოპოზიცია საპროტესტო აქციას ზუგდიდში ხვალ, საღამოს 20:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ ენმ-ის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეკრება მათივე ოფისთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ შედგება. მან მოუწოდა ყველა ზუგდიდელს და მთელს სამეგრელოს, მოვიდნენ ამ აქციაზე, რადგან ამ არჩევნებმა უჩვენა, რომ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობა და ხმის მიცემა საკმარისი არ არის. ახლა, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია თითოეულმა, ვისი ხმაც "მოიპარეს", თავისი...
ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ექნება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოში სამი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და „გახარია-საქართველოსთვის“ შედის. აქედან, მყარი უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ამიტომ მათ რიგ საკითხებზე თანამშრომლობა მოუწევთ. მაგალითად, თავმჯდომარის არჩევას, დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც 45-წევრიან ზუგდიდის საკრებულოში, 23 ხმას ნიშნავს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
ენმ-ს წარმომადგენლობით ორგანოში 22 წევრი...
შემდეგი სტატია
ქუთაისში ოპოზიციის ვიცემერობის დაკავებული კანდიდატის სასამართლო პროცესს ეუთო ოდირი დააკვირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
მისი თქმით, პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნება მართული, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალური გამჭვირვალობა.
"დღეს არის დანიშნული სასამართლო და რა თქმა უნდა, ეს სასამართლო იქნება ისეთი, რა დავალებასაც მიიღებს ის სუს-ისგან და პოლიციისგან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი, არაფერი გარდა უხმო...
ახალციხეში პროგრამა “ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისე 2021” ხორციელდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
რას გულისხმობს და რა მნიშვნელობა აქვს მოხალისეობრივ საქმიანობებს, ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი მარიამ ზაზაძე გამოცემა "სამხრეთის კარიბჭეს" ესაუბრა.
https://soundcloud.com/sknews-radio/gzuc5ydret7b
2021 წლის აჭარის ბიუჯეტის სამი კვრატლის შესრულების ანგარიში კომიტეტებში განხილვისთვის მზადაა. რაც შეეხება, ორი კვარტლის შესრულებას, მისი განხილვისთვის ვადა, ბიურომ 19 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
დავით გაბაიძის განმარტებით, სხდომები წინასაარჩევნო პერიოდის გამო შეზღუდულად ტარდებოდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ განხილვებისთვის ვადები გადაეწიათ. ბიურომ, მხარი დაუჭირა, 2022 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებში განხილვის საკითხსაც. როგორც გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, მომდევნო...
ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს - ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, ეს ახლა უმნიშვნელოა”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ნიკა მელია განმარტავს, მანდატის დატოვება პანაცეა არ არის.
„არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა.
გეუბნებით, ამ...
ამ სახელმწიფოში აღარასოდეს გაითელება ადამიანის ღირსება და ჩვენი საზოგადოებაც არ მისცემს იმის საშუალებას არცერთ მთავრობას და ხელისუფლებას, რომ გათელოს და გაანადგუროს ადამიანური ღირსება და სახელმწიფო გახდეს პირველი ინსტრუმენტი საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიღებული მანდატი არის ვალდებულება, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ჩვენი გუნდის...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მოგვცემს შანსს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დავიწყოთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგი არა უსაგნო პოლემიკა, არამედ კონკრეტულ...
ბოდიში და, არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? ,- ასეთ შეკითხვას სვამს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
„ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ“, - წერს ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე.
https://www.facebook.com/AlexanderElisashvili/posts/4843675242331251
შეგახსენებთ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. ამ დროისთვის ოპოზიციას ეკუთვნის უმრავლესობაც საკრებულოშიც.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი დღეს, სესიაზე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ბათილი ბიულეტენების თემით სპეკულირებს.
„ჩვენ კვლავ ვართ მოწმე, რომ ოპოზიცია ცდილობს გვაჩვენოს იგივე კინო, რაც შარშან უკვე ვნახეთ. ახლაც გვესმის საუბარი ბათილ ბიულეტენებზე, ბოლო ორი დღეა ცდილობენ ამით სპეკულირებას, თითქოს ბათილი ბიულეტენი არის ბევრი.
პირველ ტურში იყო 3,4%, შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს იყო 3,3% ბათილი და ასე არის სხვა დროსაც. ასე რომ,...
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ92 მონაკვეთზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 3 ნოემბრის 00:00სთ-დან 5 ნოემბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 5 ნოემბრის 00:00სთ-დან 7 ნოემბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































