ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს – ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, ეს ახლა უმნიშვნელოა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ნიკა მელია განმარტავს, მანდატის დატოვება პანაცეა არ არის.
„არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა.
გეუბნებით, ამ წუთის მდგომარებით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში, ჩემთვის ეს საკითხი დახურულია, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს.
ჩემთვის, მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ?! ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.