იმამკულიევი: ოპოზიციის აქციას იმ შემთხვევაში შევუერთდებით თუ მას გეგმა ექნება

246

კვირას, 14 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქციაა დაანონსებული. აქციას ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლადა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით გამართავენ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცლეებს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი ამბობს, რომ პარტია აქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ მას კონკრეტული გეგმა და მიზანი ექნება.

„როცა მიდის საუბარი, რომ პარლამენტის წინ იქნება აქცია ჩვენ ველოდებით აქციის ორგანიზატორებისგან შინაარსს ამ აქციის იმიტომ, რომ იცით, რომ 14-ში „თავისუფლება მიშას“ აქციაზე არ მივიღეთ მონაწილეობა, რადგან აქცია რომელსაც არ აქვს საბოლოო მიზანი, აქციას რომელსაც არ აქვს კონკრეტული გეგმა ამ შემთხვევაში ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ აქციებზე, რადგან ეს აბნევს ჩვენს ამომრჩეველს და უფრო მეტად ნიჰილიზმს ამყარებს მათში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით შინაარს, თუ როგორი შინაარსის იქნება აქცია და რა გეგმა ექნება მას. თუ ის ინქბა ჩვენთვის მისაღები აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“.

იმამკულიევი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებს უარყოფითად აფასებს. აცხადებს, რომ საქართველოში არჩენები არ ტარდება და ის მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. იმამკულიევის განმარტებით, როგორც პირველ, ისე მეორე ტურზე „ქართული ოცნების“ მხრიდან შეინიშნებოდა უამრავი დარღვევა, მოსახლეობის მოსყიდვა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა. მიუხედავად ამისა, მას მიაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის არჩევნები უმთავრეს როლს თამაშობს და მოსახლეობას მასში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდებს.