უმაღლესი საბჭოს ბიურომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

548

2021 წლის აჭარის ბიუჯეტის სამი კვრატლის შესრულების ანგარიში კომიტეტებში განხილვისთვის მზადაა. რაც შეეხება, ორი კვარტლის შესრულებას, მისი განხილვისთვის ვადა, ბიურომ 19 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

დავით გაბაიძის განმარტებით, სხდომები წინასაარჩევნო პერიოდის გამო შეზღუდულად ტარდებოდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ განხილვებისთვის ვადები გადაეწიათ. ბიურომ, მხარი დაუჭირა, 2022 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებში განხილვის საკითხსაც. როგორც გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, მომდევნო წლის ბიუჯეტი 436 მილიონითაა განსაზღვრული.