თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს კონკრეტული დავალებები მისცა.
კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ანდრია ბასილაიას - 15 პარკის პროექტის, ირაკლი ბენდელიანს კი, პროგრამით გათვალისწინებული გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება დაავალა.
„გარემოსდაცვითი მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენთვის. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ამ მიმართულებით. ბევრი ახალი პარკი გავხსენით, ასევე, პარკებს და სკვერებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, თუმცა, ამით...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდნენ. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრის მთავარი თემა „სოციალური კოდექსი“ იყო, რომელიც წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება.
მათი განმარტებით, რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.
ჯანდაცვის...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ავარიული სახლების პრობლემა უნდა მოგვარდეს და დაიწყოს კონკრეტული შენობა-ნაგებობის ახლით ჩანაცვლება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ასევე აუცილებელია უსახლკაროების პროგრამის ამოქმედება, რომ თბილისში არც ერთი უსახლკარო ადამიანი აღარ იყოს.
„უკვე უნდა დავიწყოთ მომზადება, რომ მომავალი წლიდან დავიწყოთ კონკრეტული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ახლით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობა შევუქმნათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დროულად დავამტკიცოთ ბიზნესის...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები 2022 წლის იანვრიდან მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
„500-ლარიანი ვაუჩერების თემა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მომდევნო წლიდან, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, იმ პენსიონერებს, ვინც სოციალურად დაუცველი არიან, საშუალება ჰქონდეთ, უკვე იანვრიდან, წლის ნებისმიერ დროს შესაბამისი ვაუჩერები მიიღონ. ეს არის სწრაფად გასაკეთებელი, რათა იანვრიდან მათ იმის საშუალება ჰქონდეთ, რომ წლის ნებისმიერ დროს, ნუ განვსაზღვრავთ...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანული სამოგზაურო მედიის Wonderlust-ის ყოველწლიური დაჯილდოებაზე თბილისი კატეგორიაში - სასურველი ტურისტული მიმართულება მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ, გამარჯვებულად დასახელდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გამარჯვებულები გამოცემის მკითხველთა მიერ შეირჩა.
„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული სამოგზაურო მედიის Wonderlust-ის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიებაზე თბილისი გამარჯვებულად დასახელდა კატეგორიაში - სასურველი ტურისტული მიმართულება მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ. თბილისთან ერთად აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვებულები არიან - ლისაბონი და სევილია. მნიშვნელოვანია, რომ...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საჯარო ხელოვნების ფონდი იქმნება, რომლის ფარგლებშიც თბილისის საჯარო სივრცეებში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არტისტები, რომელთა ნამუშევრებიც თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება, მთელი წლის განმავლობაში კონკურსის საფუძველზე აირჩევიან.
„თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტებთან ერთად ვაფუძნებთ ახალ ინსტიტუციას - საჯარო ხელოვნების ფონდს, რომლის მიზანიც არის, რომ თანამედროვე ხელოვნება ქალაქის განუყოფელი ნაწილი და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი...
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქალაქში გზების და ტროტუარების მოწესრიგება გრძელდება.როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე „ლაივ“ ჩართვისას განაცხადა, წლის ბოლომდე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება.
"წერეთლის ქუჩა უკვე გავლადი და დასრულებულია. მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება. აღმაშენებლის გამზირზე 24 - საათიან რეჟიმში მუშაობა არ შეჩერებულა. უკვე ჩაიდო ძირითადი მიწისქვეშა საკომუნიკაციო საშუალებები, ის, რამაც გაახანგრძლივა რეაბილიტაციის პროცესი. წლის ბოლომდე ორივე მხარე იქნება დასრულებული. რეგიონული განვითარების ფონდის...
გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს უფრო განვითარდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამაში კი ევროკავშირი დაგვეხმარება, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე „ლაივ“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება ახალი სვლა-გეზების შექმნა, რადგან არსებული მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დამატებითი ავტობუსების შეძენა. უფრო სწორად მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა. ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩვენ მოწონებული გვაქვს საპროექტო იდეა სატრანსპორტო ტაბლოების შეძენასთან და ამავდროულად ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენაზე....
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, მერიის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც მოვაჭრეები აპროტესტებენ. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას თევზით მოვაჭრეები გამოთქვამენ.
ამ წუთებში სავაჭრო ცენტრ „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლები იმყოფებიან და ტერიტორიაზე მონიტორინგს ახორციელებენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ადგილი მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
ადგილზე სამართალდამცავებიც მივიდნენ.
ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
ევროკავშირის ელჩის შეფასებით,...
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მთავრობას საყვედურობს. მისი თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელი პირები "არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას".
IPN-ის ინფორმაციით, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ცერცვაძე რეგულაციების კიდევ ერთხელ შემოღებას არ ემხრობა.
ამასთან, იგი მომხრეა, რომ საქართველომ ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტი შემოიღოს და ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცეთ.
"ვემხრობი ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტების შემოღებას, ანუ ერთგვარი, ირიბი ვალდებულება, ირიბი იძულება. არავინ აიძულებს აიცრას, ეს ადამიანის თავისუფლებაა,...
ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელიას განცხადებით, გამარჯვებამდე ბრძოლა ახლა იწყება და უკანდახევა არცერთ შემთხვევაში არ იქნება, რადგან არჩევნები ძალადობითა და სხვა უღირსი მეთოდებით მოპარეს.
"ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გავუსწორებო,...
წინა სტატია
"სამართლიანი არჩევნები" გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის უფლებები დაიცვას, თუმცა მათი თქმით, ჩირგაძესთან დაკაშირებას დილიდან ვერ ახერხებენ.
როგორც ISFED აღნიშნავს, კომისიის წევრისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით გირჩი — მეტი თავისუფლების წევრმა, იმედა კლდიაშვილმა მიმართა, რის შემდეგაც ისინი ჩირგაძეს დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე შეთანხმდნენ. თუმცა ორგანიზაციის განცხადებით, მისი ტელეფონის ნომერი დილიდან გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"ISFED მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და...
წინა სტატია
"ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, განმარტება გააკეთოს იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "გირჩი მეტი თავისუფლებას" წევრის დაკავება ძალის გამოყენებით მოხდა.
მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება კადრები ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე მერობის კანდიდატის, პოლიტიკური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრის დაკავების კადრები. დაკავების მომენტში პოლიტიკოსი იმყოფება ავტომობილში და კონტაქტი არ აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან. დაკავებამდე სამართალდამცავები ძალის...
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 1 073 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, რის შემდეგაც 5 971 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა, რაც მათ დისკომფორტს უქმნიდა. ამ დროისთვის,...
"არა გაყალბებას" - ამ წუთებში ბათუმში, მთავრობის სახლთან, აქცია იწყება. ლიდერები მასშტაბური აქციის გასამართად ემზადებიან. მათი თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისიდანაც ჩავიდნენ.
ბათუმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ადგილი ბიძინა ივანიშვილისგან, არ იკმარეს არც მოსყიდვა, არც დაშინება და ბათილი ბიულეტინებით წააგებინეს ოპოზიციას. ბათუმში ოპოზიციამ არჩევნები მოვიგეთ, ოპოზიცია არის გამარჯვებული, ოპოზიციური ხელისუფლება უნდა ჰყავდეს უკვე ბათუმს, მაგრამ ეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































