“არა გაყალბებას” – ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

728

“არა გაყალბებას” – ამ წუთებში ბათუმში, მთავრობის სახლთან, აქცია იწყება. ლიდერები მასშტაბური აქციის გასამართად  ემზადებიან. მათი თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისიდანაც ჩავიდნენ.

ბათუმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ადგილი ბიძინა ივანიშვილისგან, არ იკმარეს არც მოსყიდვა, არც დაშინება და ბათილი ბიულეტინებით წააგებინეს ოპოზიციას. ბათუმში ოპოზიციამ არჩევნები მოვიგეთ, ოპოზიცია არის გამარჯვებული, ოპოზიციური ხელისუფლება უნდა ჰყავდეს უკვე ბათუმს, მაგრამ ეს ყველაფერი წაგვართვა ივანიშვილმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ეხლა გაჩერება არის საკუთარ სიკვდილზე ხელის მოწერა”, – ამბობს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრი.

აქციის მიმდებარე პერიმეტრზე  პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც მოხდა.