ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს უახლოეს მომავალში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელიას განცხადებით, გამარჯვებამდე ბრძოლა ახლა იწყება და უკანდახევა არცერთ შემთხვევაში არ იქნება, რადგან არჩევნები ძალადობითა და სხვა უღირსი მეთოდებით მოპარეს.
“ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გავუსწორებო, უნდა ვაიძულოთ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში, რისთვისაც ვართ მზად ყველა ქალაქში. ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შენელდება, მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს, უახლოეს მომავალში და არა ორ თვეში ან სამ თვეში…. მეორე შეკითხვა იბადება, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით – პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული საქართველოს მოქალაქის, რომელიც უკანონოდ გამოკეტილია ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში, როგორც ჩვენი თანამებრძოლის და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება, არ არის ჩვენი სურვილი, ეს არის ვალდებულება… მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიჯდე, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, -თქვა ნიკა მელიამ.
ამ წუთებში, ბათუმში ოპოზიციის აქცია იმართება, მათი თქმით, 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდა.