IDFI: მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე

354

წინა სტატია

ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, განმარტება გააკეთოს იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “გირჩი მეტი თავისუფლებას” წევრის დაკავება ძალის გამოყენებით მოხდა.

მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება კადრები ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე მერობის კანდიდატის, პოლიტიკური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრის დაკავების კადრები. დაკავების მომენტში პოლიტიკოსი იმყოფება ავტომობილში და კონტაქტი არ აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან. დაკავებამდე სამართალდამცავები ძალის გამოყენებით აღებენ ავტომობილის კარს და მოუწოდებენ  იმედა კლდიაშვილს დამორჩილებისკენ. კადრებიდან არ ირკვევა, რა იყო პოლიციის მოთხოვნა, რასაც პოლიტიკოსი უნდა დამორჩილებოდა.

ამ დრომდე უცნობია, იმედა კლდიაშვილის თავისუფლების აღკვეთის მიზეზები.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს სათანადო განმარტება იმედა კლდიაშვილის დაკავების თაობაზე – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

გუშინ, პირველ ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ისაუბრა. ამის შემდეგ, ქუთაისში, ოპოზიციის ვიცემერობის კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სუს-ის შესასვლელი პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომანქანით ჩაკეტა. იმედა კლდიაშვილი პოლიციამ ადგილზე, ძალის გამოყენებით დააკავა. მან საკუთარი დაკავების კადრები თავად გადაიღო.

“ერთი კაცი ვაკეთებ აქციას, ვპარკინგდები სუსის შენობის წინ,  დაუმორჩილებლობის აქციის პირობებში ვაპროტესტებ, რატომ გააჩერეს ის ქალბატონი და არ შეახვედრეს ევროკავშირის წარმომადგენლებს. მოაყოლონ იმ ქალბატონს ყველაფერი, რაც ჩაიდინა სუსმა”- განაცხადა დაკავების წინ იმედა კლდიაშვილმა.