ბათუმში გარემოვაჭრეებს თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც მოვაჭრეები აპროტესტებენ

256
გარევაჭრობა ბათუმში

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, მერიის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც მოვაჭრეები აპროტესტებენ. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას თევზით მოვაჭრეები გამოთქვამენ.

ამ წუთებში სავაჭრო ცენტრ „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლები იმყოფებიან და ტერიტორიაზე მონიტორინგს ახორციელებენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ადგილი მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ადგილზე სამართალდამცავებიც მივიდნენ.