"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს, მამუკა დათიაშვილს მანქანა დაულეწეს. მისივე თქმით, დათიაშვილი ყოფილი პოლიციელია.
თავი არ უნდა შევიზღუდოთ და ის ბერკეტები არ უნდა გავიუქმოთ, რომლებიც გვაქვს - პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ საპარლამენტო მანდატების გაუქმებაზე განუცხადა.
ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით.
„დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წელს იქნება ვადამდელი არჩევნები და მნიშვნელოვანია იყოს სრულად პროპორციული. ამიტომ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიცია...
„ლელოს“ წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები ხალხის მიერ მინიჭებული მანდატით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას შეასრულებენ. მისი თქმით, ამ დროისთვის მათი მთავარი მიზანია ამომრჩევლის უფლებებისა და ხმების დაცვა.
„ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა“, - განუცხადა გალდავამ „ქრონიკას“.
მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ჩვეულებრივად ვეღარ გაგრძელდება. „ყველაფერი ჩვეულებრივად ვეღარ გაგრძელდება. ბრძოლას დავიწყებთ რამდენიმე მიმართულებით. ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ მათ ხმებს დავიცავთ და ამისთვის აუცილებელია...
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მისი განმარტებით, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს.
„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე...
საკოორდინაციო საბჭო განიხილავს კოვიდ პასპორტის საკითხს და დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში კოვიდ პასპორტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, სამინისტროში კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის კუთხით მნიშვნელოვანია აქტიური საგანმანათლებლო და საკონსულტაციო კამპანიის გაგრძელება და „მწვანე საშვის“ მექანიზმის გაფართოება.
„ჯერჯერობით „მწვანე საშვის“ მექანიზმი გამოყენებული იყო ერთეულ შემთხვევებში დიდი კონფერენციებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უფრო...
წინა სტატია
ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატი ოპოზიციიდან იმედა კლდიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დარინა აბულაძემ განიხილა. პროკურატურა მის 15 დღიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს.
ქუთაისში ოპოზიციის შეთანხმებული ვიცემერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი პოლიციამ პირველ ნოემბერს დააკავა. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" კომისიის წევრმა განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. ვიცე-მერობის კანდიდატი...
თელავში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების განსახორციელებლად.
პროგრამის ფარგლებში, ქალაქში დაწყებულია თელავის შემოსასვლელ ქუჩებზე (თბილისის გზატკეცილი, რუსთაველის ქუჩა) მდებარე შენობების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.
“განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში თელავში მიმდინარე პროექტებზე პირველი შედეგები უკვე გვაქვს. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე შენობების კონკრეტული ბლოკები უკვე დასრულებულია და სამუშაოები კვლავ გრძელდება. ირაკლი ქარსელაძის თქმით,...
საქართველოს მთის კურორტების ინფორმაციით, ბაკურიანში გათოვლიანების ახალი სისტემა მოეწყობა. წელსვე შეკეთდება მეხის შედეგად დაზიანებული დიდველის საბაგირო.
დიდველზე თოვლის საფრქვევი აპარატი ჯამში, 1 406 მეტრიან სათხილამურო გზას გაათოვლიანებს.
კოვიდრეგულაციების გამო უკვე ცნობილია, რომ ზამთრის სეზონზე, მთის კურორტებზე 10-ადგილიან გონდოლას ტიპის საბაგიროში, 8 მგზავრი დაიშვება, ხოლო ღია სავარძლის ტიპის საბაგიროები სრული დატვირთვით იფუნქციონირებს.
ახალციხეში ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 261 416 ლარია, უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთადერთ პრეტენდენტს, შპს „მშენ+“–ს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
„სატენდერო კომისიამ განიხილა წარდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ შპს „მშენ +“–ს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან არ შეესაბამება სატენდერო განცხადებისა და არასატენდერო დოკუუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აღნიშნულ დოკუმენტში ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის...
ქედაში ელექტრომიკრავტობუსი იმოძრავებს, გადაადგილება კი მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ტრანსპორტი მუნიციპალიტეტმა იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. იგი დაბის ძირითად ქუჩებს მოემსახურება.
ელექტროტრანსპორტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. იაპონიისგან მერიამ 77 235 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
„ქართული ოცნების“ მონოპოლია აუცილებლად დაიშლება, წალენჯიხას წააგებენ თუ სხვას, ეს არის პირველი მერცხალი, რომელიც გაზაფხულს ვერ, მაგრამ სხვა მერცხლებს მოიყვანს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
დოლიძის განმარტებით, ახლად არჩეული მერების იმპიჩმენტის საკითხი იქნება ერთ-ერთი მეთოდი ოპოზიციისთვის, რომ ბრძოლა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდეს.
მისივე თქმით, ოპოზიციის პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს და „ქართული ოცნება“ ვალდებული იქნება...
საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები მხოლოდ მათი პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად ან რომელიმე მათთვის მერკანტილურად აუცილებელი ცვლილების მხარდასაჭერის მექანიზმად განიხილავენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ამას სწორად აფასებს, რაც მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში აისახება.
„მანდატის გამოყენება სწორია, მაგრამ არა იმ არგუმენტებით, რაც დასახელდა. ის არგუმენტი, რომ ციხეში შესვლის საშუალება ექნება ან არ ექნება აბსოლუტურად არარელევანტურია. სამწუხაროც ეს გახლავთ,...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქალაქის სიყვარულის გარშემო გაერთიანებულები ყველა გამოწვევას დავძლევთ და თბილისს ისეთ ქალაქად ვაქცევთ, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, იამაყებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გარემოსდაცვითი მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და ამ მიმართულებით ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.
ამასთან, კახა კალაძემ ირაკლი ბენდელიანს კონკრეტული პროექტების მომზადება დაავალა.
„ქალაქს დიდი რესურსი...
დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში” შოვის კურორტის განვითარებასა და განაშენიანებაზე ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები იმსჯელებენ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდება.
პროექტ „შოვის მთის კურორტის“ განმახორციელებელი კომპანია „სიმეტრიაში" განმარტავენ, რომ შეხვედრის მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად...
ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყველას მერი იქნება, განურჩევლად ამა თუ იმ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებებისა. კახა კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
„რამდენჯერმე კონკრეტულ ტელეეთერებში განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად, ეს მიდგომა 2017 წლიდან მოყოლებული...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები ხელახლა გადაითვალა. გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.
„გადათვლის შედეგად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































