ახალციხეში ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 261 416 ლარია, უარყოფითი შედეგით დასრულდა. ერთადერთ პრეტენდენტს, შპს „მშენ+“–ს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
„სატენდერო კომისიამ განიხილა წარდგენილი დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ შპს „მშენ +“–ს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან არ შეესაბამება სატენდერო განცხადებისა და არასატენდერო დოკუუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აღნიშნულ დოკუმენტში ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რაც იწვევს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.9 პუნქტთან შეუსაბამობას“, – ნათქვამია ახალციხის მუნიციპალიტეტს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
შეგახსენებთ, აღნიშნული ტენდერი მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გამოცხადდა. ხელოვნური ტბის შადრევნები წლებია დაზიანებულია.