ბაკურიანში ახალი გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება

455

საქართველოს მთის კურორტების ინფორმაციით, ბაკურიანში გათოვლიანების ახალი სისტემა მოეწყობა. წელსვე შეკეთდება მეხის შედეგად დაზიანებული დიდველის საბაგირო.

დიდველზე თოვლის საფრქვევი აპარატი ჯამში, 1 406 მეტრიან სათხილამურო გზას გაათოვლიანებს.

კოვიდრეგულაციების გამო უკვე ცნობილია, რომ ზამთრის სეზონზე, მთის კურორტებზე 10-ადგილიან გონდოლას ტიპის საბაგიროში, 8 მგზავრი დაიშვება, ხოლო ღია სავარძლის ტიპის საბაგიროები სრული დატვირთვით იფუნქციონირებს.