ლანა გალდავა: ხალხმა მოგვანიჭა მანდატი და ვალდებულები ვართ, ჩვენი უფლებამოსილება შევასრულოთ

488

„ლელოს“ წევრი ლანა გალდავა აცხადებს, რომ პარტიის წარმომადგენლები ხალხის მიერ მინიჭებული მანდატით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას შეასრულებენ. მისი თქმით, ამ დროისთვის მათი მთავარი მიზანია ამომრჩევლის უფლებებისა და ხმების დაცვა.

„ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, თითქოს არაფერი მომხდარა“, – განუცხადა გალდავამ „ქრონიკას“.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ჩვეულებრივად ვეღარ გაგრძელდება. „ყველაფერი ჩვეულებრივად ვეღარ გაგრძელდება. ბრძოლას დავიწყებთ რამდენიმე მიმართულებით. ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ მათ ხმებს დავიცავთ და ამისთვის აუცილებელია ბრძოლა. ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა მანდატი და ვალდებული ვართ, ჩვენი უფლებამოსილება შევასრულოთ“, – აღნიშნა გალდავამ.